Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, 4 აპრილს, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში შეხვდა ეკონონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე.

საუბარი შეეხო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სასწავლო, საგამოცდო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დაისვა კითხვები, გამოითხქვა მოსაზრებები და გაიმართა გულახდილი დისკუსია სტუდენტებისათვის მნიშვნელოვან ბევრ აქტუალურ საკითხზე.